უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლების დარღვევა არ იქნება. სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვა მაკარიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს.

"იმდენად დიდია დღეს ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. მაგრამ, ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამას ვერ გადამიწყვეტ. არჩევანის საშუალება უნდა მომცე. გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს რომ გაიკეთოს?" — განაცხადა მოსამართლემ.

გარდა ამ საკითხისა, პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი გენადი მაკარიძის ბიოგრაფიის დეტალებით დაინტერესდა, სადაც წერია, რომ მისი პირველი პროფესია ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებაა, 28 წლამდე სამსახური არ უფიქსირდება და ასევე, მაკარიძე ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯად მუშაობდა.

გაიგე მეტი: