შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორი სტრეინჯის როლებით ცნობილი ბენედიქტ კამბერბეჩი ტოქსიკურ მასკულინობას ბრძოლას უცხადებს.

მსახიობი ახალ ფილმში The Power of the Dog რანჩოს მეპატრონე კაცის, ფილ ბერბანკის, როლს თამაშობს, რომელიც გარშემომყოფებს შიშის ზარს სცემს. ფილმის სიუჟეტი სწორედ ამ პერსონაჟის უსულგულო დამოკიდებულებებზეა აგებული.

ბენედიქტმა Sky News-სთან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ასახავს ფილმი გენდერსა და ძალაუფლებას შორის მიმართებას და როგორ უკავშირდება ის რეალურ ცხოვრებას.

"კაცების ქცევა უნდა გამოვასწოროთ. ვფიქრობ, რომ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია და ახლა სამყარო პატრიარქატის არაადეკვატურობას განსაკუთრებით კარგად გვაჩვენებს", — ამბობს მსახიობი.

ბენედიქტის აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით კაცები მუდმივად თავის დაცვას ცდილობენ, სინამდვილეში კი, საჭიროა, რომ უბრალოდ მოსმენა ისწავლონ, როცა პრობლემაზე მიუთითებენ.

"ბავშვურად თავდაცვით პოზიციას ირჩევთ, რომ "ყველა კაცი ცუდი არ არის". არა, ასეთ დროს უბრალოდ უნდა მოვკეტოთ და სხვებს მოვუსმინოთ", — დასძინა მან.

მსახიობმა ძალადობის გავრცელებულ პრაქტიკაზეც ილაპარაკა, რომელსაც ასევე ვხვდებით მის ახალ ფილმში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ძალადობისგან გარჩენილებისთვის ამჟამად არსებული სხვადასხვა პლატფორმის მიუხედავად, ეს საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია.

"არ არის საკმარისი ძალადობის ფაქტის მხოლოდ აღიარება ან მის მძიმე შედეგებზე მითითება, რადგან ერთ დღესაც ჩვენ ამაზე მეტი უნდა გავაკეთოთ. შესაძლოა ის, რასაც ეს ფილმი [The Power of the Dog] ცდილობს: მჩაგვრელი კაცის ქცევებს შეისწავლის, რათა ამ გზით შეძლოს მისი გამოსწორება", — დასძინა მან.