რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ მეტროპოლიტენის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

რუსული ტელეკომპანია დოჟდის ცნობით, აფეთქდა მატარებელი, რომელიც ორ მეტროსადგურს შორის მოძრაობდა. ტელეკომპანიის ცნობით, არიან დაშავებულები. ასევე, სავარაუდოდ, დაიღუპა ათამდე ადამიანი.