დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

25 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 804, ხოლო გარდაიცვალა — 57 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 987 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 32 808, PCR-ით — 20 179.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,17%, ბოლო 14 დღის — 9,06%, ბოლო 7 დღის — 9,06%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 768 559, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 11 736 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა;
  • აჭარა — 184;
  • იმერეთი — 822;
  • ქვემო ქართლი — 245;
  • შიდა ქართლი — 428;
  • გურია — 86;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 326;
  • კახეთი — 311;
  • მცხეთა-მთიანეთი — 140;
  • სამცხე-ჯავახეთი — 133;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 393, საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 670 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377.

1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 722 ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 42 603.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 293 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: