მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლედგებეში სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი Facebook-ზე წერს, სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

On.ge დამატებითი დეტალების გასარკვევად სკოლის დირექტორთან ცდილობს დაკავშირებას. თუმცა ის ტელეკომპანია ფორმულასთან ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარს ხვალიდან შესაბამისი კომისია შეისწავლის.