მიუხედავად იმისა, ერკვევით თუ არა ტექნოლოგიურ სამყაროში, API-ების შესახებ შეიძლება ერთხელ მაინც გქონდეთ გაგონილი. API-ები ბანკებისა და ზოგადად ფინანსური სექტორის გამართულად მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

საქართველოს ბანკი ონლაინ მაღაზიებსა და ბიზნესებს ონლაინ გადახდის API სერვისებს სთავაზობს. ონლაინ მაღაზიებში გადახდების დამატება მომხმარებელს პროცესს უმარტივებს.

ჩვენ უფრო დეტალურად აგიხსნით, რას გულისხმობს საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდის სერვისები.

არსებობს გადახდის რამდენიმე მეთოდი:

  • ბარათით გადახდა — მიიღეთ გადახდები ვიზას მასტერქარდისა და ამერიკან ექსპრესის ტიპის ნებისმიერი ბარათით.
  • ინტერნეტბანკით გადახდა — თქვენი მომხმარებელი პროდუქტის შეძენას საქართველოს ბანკის პირადი ინტერნეტბანკის მონაცემებით შეძლებს
  • PLUS და MR ქულებით გადახდა — თქვენს მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა თანხა საქართველოს ბანკის პლუს ქულებით დაფაროს. ამერიკან ექსპრესის ბარათის მფლობელები კი გადახდას MR ქულებით შეძლებენ
  • Apple Pay-თ გადახდა — თქვენი მომხმარებელი შეძლებს გადაიხადოს Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობით
  • ონლაინ განვადებით ყიდვა — მომხმარებელს მარტივად შეეძლება თქვენს პლატფორმაზე სრული ან ნაწილობრივი განვადებით შეიძინოს პროდუქტი.

ონლაინ გადახდის ღილაკი ციფრულ მაღაზიას გაყიდვებისა და გადახდების უკეთესად მართვისა და კონტროლის საშუალებას აძლევს.

განვადების ღილაკი

საქართველოს ბანკის განვადების ღილაკის დახმარებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განვადების წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გააქტიურებას. ამისთვის მას მხოლოდ ინტერნეტბანკში სახელითა და პაროლით ავტორიზაცია დასჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს დამტკიცებული ლიმიტი არ აქვს, მარტივი განაცხადის შევსების შემდეგ, პასუხს მომენტალურად მიიღებს. განვადების ღილაკით მომხმარებელი პროდუქტის ნაწილობრივი განვადებით შეძენასაც შეძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროდუქციის ღირებულების სასურველ თანხას წინასწარ გადაიხდის, დანარჩენს კი მოგვიანებით დაფარავს. კომპანიას წვდომა ექნება სამართავ პანელზე, სადაც შეკვეთებისა და მათი სტატუსის ნახვაა შესაძლებელი. ეს მონაცემთა ანალიტიკასაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

როგორ შეძლებთ ღილაკების გააქტიურებას?

ონლაინ გადახდებისა და განვადების ღილაკების გააქტიურებისთვის კომპანიამ განაცხადი საქართველოს ბანკის ვებგვერდზე – api.bog.ge-ზე უნდა შეავსოს. ამ ფუნქციონალების ჩაშენება კი ორი გზითაა შესაძლებელი:

  • დეველოპერების დახმარებით — გამზადებული ტექნიკური დოკუმენტაცია საქართველოს ბანკის იმავე ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი;
  • სპეციალური პლაგინებით — თუკი ონლაინმაღაზია Ecommerce პლატფორმების შაბლონებითაა აწყობილი, ღილაკების გააქტიურებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი პლაგინებიც საკმარისია.

API სერვისები მომხმარებლებისთვის ციფრულ ვაჭრობას გაცილებით მოსახერხებელსა და კომფორტულს გახდის. ეს კი, საბოლოოდ, მაღაზიების გაყიდვებზეც აისახება, რაც ბიზნესის ზრდის უმთავრესი წინაპირობაა.