დღეს, კალიფორნიიდან, ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან NASA კოსმოსში ხომალდი გაუშვა, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ასტეროიდთან შეჯახება და მისი აფეთქება იქნება. მისიას Double Asteroid Redirection Test ჰქვია და მისი მიზანი იქნება გავარკვიოთ შევძლებთ თუ არა ასტეროიდების აფეთქებას მანამ, სანამ ისინი დედამიწას დაეცემიან.

საბოლოო მისიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ნასა ხომალდის გაშვებით ახალ იონზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას გატესტავს.

NASA-ს Evolutionary Xenon Thruster-Commercial (NEXT-C) ელექტრული ველის შესაქმნელად მზის ენერგიას იყენებს. შემდგომში ეს ველი ქსენონის საწვავით 144 800 კმ/სთ-ის მიღწევის საშუალებას მოგვცემს, ამაჩქარებლად კი "ათასობით იონური ბმის ნაკადი" იქნება გამოყენებული.

ძალური თვალსაზრისით, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ძრავი 236 მიკრო ნიუტონ გაწევას ქმნის, რაც სხვა საწვავზე მომუშავე მასიური რაკეტების გამწევ ძალას ვერ შეედრება.

თუმცა, NEXT-C თავის წინამორბედ იონურ ძალურ მოწყობილობებს გაცილებით ჯობია. ნასას მიზანიც სწორედ ეს არის, ტექნოლოგია ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს.

ხომალდს DART ერქმევა. ხომალდის მთავარი მიზანია დავამტკიცოთ, რომ ასეთ მცირე ზომის დანადგარებს მზის ენერგიითა და ქსენონის საწვავის მცირე ოდენობით გადაადგილება თვეებისა და წლების განმავლობაში შეეძლებათ.

წინააღმდეგობის არარსებობის გამო ამძრავები DART-ის აჩქარებას 24 140კმ/სთ-მდე შეძლებენ, მანამ სანამ ის ასტეროიდს დაეჯახება.

იონურ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს. ის შეიძლება კოსმოსის შესწავლის პროცესში ბევრი მიმართულების საფუძველი გახდეს. მოგეხსენებათ, დღევანდელი ხომალდების უდიდეს ნაწილს სწორედ სასწვავის ავზი იკავებს, რომელშიც მარაგი მალევე თავდება.