ღირსეული შრომა მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად — თურნავა
მთავრობა სოციალურად დაუცველების დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმა სიღარიბის დაძლევასა და დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას გამოიწვევს.
"საკმაოდ მასშტაბური რეფორმა იწყება, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვას. რესოციალიზაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მინდობილი სოციალურ დახმარებას, არადა შესწევს უნარი, რომ ღირსეულად ჩადგეს სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი.
ეს ახალი პროგრამა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას და დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას. ღირსეული შრომა მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად", — განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ ადამიანების რაოდენობის დადგენისთვის, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, თუმცა შეუძლიათ და სურთ მუშაობის დაწყება. თურნავას განცხადებით, ასეთი პირების რიცხვი დაახლოებით 200 000-ია.
"ერთის მხრივ, მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ და შესაძლებელია დასაქმდნენ. ეს არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. მეორეს მხრივ, გვყავს არმია, დაახლოებით, 200 000 ადამიანი, ვინც არის სტატუსით სოციალურად დაუცველი, მაგრამ შეუძლია და სურვილიც აქვს, რომ ჩაერთოს შრომით საქმიანობაში", — განაცხადა ნათია თურნავამ.
სოციალური დაუცველების დასაქმების შესახებ ინიციატივა პირველად პრემიერმინისტრმა გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე სოციალური დახმარების მძევალია. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადამიანები მუშაობას უნდა მიაჩვიონ და შრომის კულტურა განავითარონ.
ოქტომბერში სოციალური შემწეობა 633 586 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურ დახმარებას საქართველოს მოსახლეობის 17% იღებს.
სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო ერთ წელში 24%-ით, ანუ 123 243 ადამიანით არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, ოქტომბერში დახმარება საქართველოში მცხოვრებმა 171 724-მა ოჯახმა მიიღო.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
კომენტარები