საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ. გადაწყვეტილება ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან", — განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ.

გაიგე მეტი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებების შესახებ: