უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრებს მხოლოდ მწვანე სტატუსით მიიღებენ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

"რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ მუშაობაზე. ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", — განაცხადა ღიბრაძე.

მათივე განმარტებით, დაწესებული შეზღუდვები სასტუმროებში განთავსებულ რესტორნებშიც მლოიხსნება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნებთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება. თურნავა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე "ეს ლიბერალიზაცია საკმარისია".