დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 098, ხოლო გარდაიცვალა — 64 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 401, PCR-ით — 12 187.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12,04%, ბოლო 14 დღის — 9,15%, ბოლო 7 დღის — 9,19%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 763 755, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 11 679 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა;
  • აჭარა — 141;
  • იმერეთი — 536;
  • ქვემო ქართლი — 187;
  • შიდა ქართლი — 244;
  • გურია — 111;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 263;
  • კახეთი — 155;
  • მცხეთა-მთიანეთი — 60;
  • სამცხე-ჯავახეთი — 93;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 592, აჭარაში — 525, იმერეთში — 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში — 663, აჭარაში — 126, იმერეთში — 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში — 210, აჭარაში — 44, იმერეთში — 39.

1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 — თბილისში, 212 — აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 49, ხოლო აჭარაში — 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: