ოსკაროსანი მსახიობი პატრისია არკეტი კალიფორნიაში, ბევერლი ჰილტონის სასტუმროში GLAAD Media Awards დაესწრო, სადაც მას ლგბტ უფლებების დაცვისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს.

არკეტმა სიტყვით გამოსვლის დროს თავის ტრანსგენდერ დაზეც ისაუბრა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

"ვფიქრობ, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსები ხშირად ესხმიან თავს ლგბტ საზოგადოებას. ჩვენ, მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ უარი სიძულვილის ენას, რომლითაც დონალდ ტრამპმა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და ახლა ის ამერიკის ყველაზე პატივსაცემ თანამდებობას იკავებს.

ჩვენ გვიცავს კანონი, ჩვენ ვერანაირი დისკრიმინაცია ვერ მოგვერევა. უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა გეი შვილებმა, ჩვენმა ლესბოსელმა შვილებმა, ჩვენმა ტრანსგენდერმა შვილებმა სრულყოფილად ცხოვრება შეძლონ. ისინი უნდა იყვნენ ექიმები, ექთნები, პოლიციელები, უძრავი ქონების აგენტები და თანამდებობის პირები. მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ ერთად შევძლებთ სამყარო კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ და ვერავინ, ვერასდროს მოახერხებს ძალადობით გამარჯვებას.

ეს სურდა ჩემს დასაც, მან იბრძოლა და ახლა მისი ხსოვნის პატივსაცემად ამ გზას მე გავაგრძელებ. წელს ჩვენ უკვე ვნახეთ მოკლული რვა ტრანსგენდერი ქალი, ორი კვირის წინ, კონგრესის წევრებს არაერთმა ადამიანმა მიმართა თხოვნით დაევალებინათ გენერალური პროკურორისა და იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაესაჯაროებინათ ამ საქმის დეტალები, რომელიც აშკარაა, რომ სიძულვილით იყო მოტივირებული. მოვითხოვთ რომ ეს მკვლელობები გამოიძიონ, მაგრამ კონგრესისგან პასუხად ვიღებთ დუმილს, მაგრამ ჩვენ ლგბტქ ადამიანები და მათი მოკავშირეები არ შევეგუებით დუმილს.", - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს პატრისია არკეტმა.