დეპუტატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი. მისი თქმით, გული წყდება, რომ ვერ მიიღო მონაწილეობა ვარდების რევოლუციის 18 წლისთავის აღსანიშნავ ცოცხალ ჯაჭვში, თუმცა ამბობს, რომ უყურა და "მუხტიც მიიღო".

"ყველა ისტორიული დღესასწაულის მიმართ გახსენების და დაფასების გარდა სულ პასუხისმგებლობის გრძნობა მაწვება ხოლმე. წარსულის გააზრება პირველ რიგში მომავლის კონტექსტშია სასარგებლო.

ხოდა ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი, ძლიერი სასამართლოთი და ინსტიტუტებით, სადაც ადამიანი მიზანია და არა საშუალება. გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი, მაგრამ ყურებით კი ვისიამოვნე და მუხტიც მივიღე", — წერს ხოშტარია.

დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გაიმართა. აქციის ორგანიზატორის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მათ აღნიშნეს, რომ ვარდების რევოლუცია "სრულწლოვანი" გახდა.

გაიგე მეტი: