ხშირად, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებები ხშრად არ ასახავს რეალობას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც ხელისუფლებას ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისიწნებისკენ მოუწოდა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგადად, დასავლეთში ენდობიან ამ ინსტიტუტს, თუმცა "ინდივიდებზე არ არის საუბარი".
"ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ ამერიკას, ევროპას აქვს ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი რომ ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი. ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, ცალკე შეიძლედბა განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს. ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები არ ასახავს რეალობას და თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას", — განაცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია ქართულმა ოცნებამ მისი "ოპოზიციასთან აფილირების" გამო, მიზანმიმართულად აირჩია.
- ომბუდსმენზე თავდასხმა მიუღებელია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ინსტიტუტს — Amnesty International
19 ნოემბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა გაითვალისწინოს სახალხო დამცველის ინიციატივით შემქნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ გამოირჩევა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ამ დასკვნის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები სახალხო დამცველს კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებენ. ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკს" უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", მას შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.
ბექა დავითულიანის აზრით, ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს თავად ნინო ლომჯარიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "კანონის წაკითხვაც არ იციან". გარდა ამის, ლომჯარიას შეფასებით, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებების მისი მისამართით არა კრიტიკა, არამედ პოლიტიკური მუქარაა.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
კომენტარები