სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისში, 20 572 ლარი გამოყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში, მოსანათლი კუთხის მოსაწყობად. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე ფლანგვის დეტექტორი ვრცელდება.

1 იანვრიდან დღემდე, სამგორის გამგეობის მიერ ეკლესიისთვის გადაცემული თანხებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია, მოქალაქე ედიშერ გრიგოლიამ გამოითხოვა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში, სამგორის რაიონის გამგეობას, სხვადახვა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჯამში 145 262 ლარი აქვს გადაცემული.

დოკუმენტის თანახმად, სამგორის გამგეობამ თანხა სულ 9-ჯერ გამოყო, საიდანაც ხუთის მიზეზი ეკლესიის მშენებლობა იყო, ასევე, ტაძრის კეთილმოწყობა, რაზეც 26 790 ლარი გამოიყო, ეკლესიის ტერიტორიაზე კარიბჭის მშენებლობისთვის 2300 ლარი და ტაძრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის 10 000 ლარი.