მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდა ასაკში დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ეს განსაკუთრებით აშკარაა 1950-იანი წლებიდან მოყოლებული. თუმცა, თუ მონაცემებს უფრო ჩავუღრმავდებით, ვნახავთ სტატისტიკას, რის მიხედვითაც, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ახალგაზრდებში ბიჭების გარდაცვალების წილი იზრდება.

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული უზარმაზარი ანალიზის თანახმად, გასულ წელს 10-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში სიკვდილიანობის 61 პროცენტი ბიჭებზე მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ მოზარდთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა წინა ათწლეულებთან შედარებით მცირდება, მაგრამ "უფსკრული" კაცებსა და ქალებს შორის იზრდება. 1950 წლიდან მოყოლებული, 10-დან 24 წლამდე გოგოების სიკვდილიანობა გლობალურად შემცირდა 30 პროცენტით, მაგრამ ეს შემცირება მხოლოდ 15 პროცენტია ახალგაზრდა კაცების შემთხვევაში.

ეს გენდერული სხვაობა კვლავ იზრდება უმეტეს რეგიონებში, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისა (ცენტრალური ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის), სადაც გენდერული უთანასწორობა ბევრად შემცირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს.

როდესაც საქმე ეხება მსგავს ტენდენციებს ზუსტი პასუხების მოძიება რთულია. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებლები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქვეყნის განვითარების დონესთან, მდიდარ ქვეყნებში ნაკლებია ახალგაზრდების სიკვდილიანობა, ხოლო ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში პირიქით. ზოგადად, მოზარდების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ავარიები და სიმსივნე იყო, ხოლო აფრიკაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაბინძურებულ საკვებსა და წყალს, ასევე გადამდებ დაავადებებს.

მსოფლიოში 10-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი უნებლიე დაზიანებებზე, ძალადობასა და კონფლიქტზეა, შემდეგი 32 პროცენტი გამოწვეული იყო გადამდები დაავადებებით, საკვების დეფიციტით ან მშობლის მიზეზებით; ხოლო 27 პროცენტი არაგადამდები დაავადებებით იყო გამოწვეული. დანარჩენი 8 პროცენტი თვითმკვლელობის გამო იყო.

აღსანიშნავია, რომ 1980 წლიდან, გადამდები დაავადებებით სიკვდილიანობა მკვეთრად დაეცა, როგორც მთლიანი სიკვდილიანობის პროპორცია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, გარდა სუბსაჰარის აფრიკისა და სამხრეთ აზიისა.

ყველა ამ მონაცემის გამომწვევი მიზეზები მრავალმხრივია და განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს პრობლემის "ერთი კონკრეტული" გადაწყვეტა.

თავის ნაშრომში მკვლევრები ასკვნიან, რომ მოზარდებში სიკვდილიანობის შემცირება კვლავაც უნდა გაგრძელდეს და ამასთან, ყურადსაღებია გენდერული ფაქტორები.

"ახალგაზრდებში სიკვდილიანობის ეს გენდერული სხვაობა უცნაური და აუცილებლად გასათვალისწინებელია. ის თუ ზუსტად რა იწვევს ამ განსხვავებებს რთული გასაგებია და ამიტომ საჭიროებს სხვდასხვა კვლევებს", — უთხრა დოქტორმა ჯოზეფ ვარდმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წამყვანმა მკვლევარმა NPR-ს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.