დასავლეთ ევრაზიის რეგიონში შავი ჭირი პირველად მე-6 და მე-8 საუკუნეებს შორის გავრცელდა. უძველესი ტექსტებისა და გენეტიკური მონაცემების ახალი ანალიზის მიხედვით, მისი გავლენა გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ "პირველმა პანდემიამ" იმ დროისთვის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, რამაც ხელი შეუწყო რომის იმპერიის დამხობას.

ამავდროულად, სხვა ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ შედეგები გაცილებით ნაკლებად დრამატული იყო და ვარაუდობენ, რომ ეპიდემიას დაახლოებით იგივე გავლენა ჰქონდა რაც ჩვეულებრივ ვირუსებს.

ისტორიკოსი პიტერ სარისი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა გენეტიკოსებთან და გარემოსდაცვით მეცნიერებთან ერთად უნდა იმუშაონ, რათა სრულად გაიგონ უძველესი დაავადების გავრცელების მასშტაბები — ეს ეხება შავი ჭირის ეპიდემიის შესწავლასაც.

სარისი მიუთითებს ისეთ მინიშნებებზე, რომლებიც ასახავს შავი ჭირის დამანგრეველ გავლენაზე, მათ შორისაა კრიზისული ღონისძიებების კანონმდებლობა. ის მიიღეს ახ. წ. 542-დან 545 წლამდე, როდესაც მოსახლეობა დრამატულად შემცირდა. მაგალითად, 542 წელს მიღებული კანონი, რომელიც შექმნილია იმპერიული ეკონომიკის გასამყარებლად, აღწერილი იყო, როგორც იუსტინიანეს მიერ "სიკვდილის გარემოცვაში" დაწერილი. ამ პერიოდში აღმოსავლეთ რომის იმპერიას იმპერატორი იუსტინიანე I განაგებდა, და ეპიდემიას ხშირად იუსტინიანეს ჭირსაც ეძახიან.

ამ დროს შემცირდა ოქროს ღირებულებაც, იგივე შეიძლება ითქვას იმ პერიოდში არსებულ ზოგადად მონეტების საჭიროებაზე. სარისის თქმით, ეს ყველაფერი მეტყვლებს იმაზე, რომ "იუსტინიანეს ჭირი" ბევრად უფრო დამანგერეველი იყო, ვიდრე ეს ბევრ ისტორიკოსს მიაჩნია.

სარისი ასევე ხაზს უსვამს დნმ-ის მტკიცებულებებზე, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად გავრცელდა შავი ჭირი იმ დროს. საუბარია ეპიდემიის ინგლისამდე გავრცელებაზე, რაზეც სამარხის 2018 წლის გენეტიკური ანალიზი მიუთითებს.

სარისის თქმით, დნმ-ის მსგავსი ანალიზი ბევრად უფრო საიმედო კვლევის მეთოდია იმის გასარკვევად, თუ სად გავრცელდა ჭირი, ვიდრე მხოლოდ ისტორიულ ტექსტებზე დაყრდნობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარის მიერ ჩატარებული კვლევა უთითებს, რომ დაავადება შესაძლოა ინგლისში გავრცელდა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების გავლით, ხოლო იქამდე მძვინვარებდა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე. ეს ბევრ რამეს ნათელს ჰფენს, მათ შორის იმას თუ როგორ განვითარდა ეს "პირველი პანდემია".

"ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდნენ წინაპრები ეპიდემიებზე და როგორ იმოქმედა პანდემიებმა სოციალურ სტრუქტურებზე, სიმდიდრის განაწილებასა და მენტალიტეტზე", — ამბობს სარი.

ერთი რასაც სარი და მისი კოლეგები დაზუსტებით ამბობენ ისაა, რომ "იუსტინიანეს ჭირი" ბევრად უფრო გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს ადრე ეგონათ. სარის თქმით, ეს ეპიდემია იყო სასტიკი და ამავდროულად მასიურად გავრცელდა.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Past & Present-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.