შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც თბილისში საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა, დაკავებულია. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ნოემბერს ბრალდებული ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა "განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.