საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ცოდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ "სინანული ასწორებს ადამიანს".

"არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება", — აღნიშნა მან.

ილია მეორემ დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.