როგორც სხვადასხვა ტაბლოიდები წერენ, უახლოეს მომავალში ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ ფილმის გადაღება იგეგმება.

ამ შემთხვევაში საინტერესოა, ვინ ითამაშებს მის როლს?

"გლენი და მერილი არიან ის მსახიობები, რომლებიც ამ როლზე ყველაზე ხშირად მოიაზრებიან. ხოლო მას შემდეგ, რაც მერილ სტრიპმა ოქროს გლობუსზე გააკეთა, პროდიუსერები მასზე უფრო ხშირად საუბრობენ. აღსანიშანვია ისიც, რომ ჰილარი გლენის მონაწილეობით ბროდვეიზე სანსეტ ბულვარის პრემიერას დაესწრო, წარმოდგენის შემდეგ კი კულისებში მათ დიდხანს ისაუბრეს, ამიტომ ჯერ გაურკვეველია ვინ შეიძლება ამ როლზე დამტკიცდეს", - ამბობს ლი დენიელსი.

ჰილარი კლინტონი და გლენ ქლოუზი

ჰილარი კლინტონი და გლენ ქლოუზი

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ თუ ოდესმე მასზე ფილმს გადაიღებდა, ბედნიერი იქნებოდა თუ მთავარ როლში მერილ სტრიპს იხილავდა.

ფოტო: Getty

ჩვენი დროის ყველაზე ტიტულოვანი მსახიობი მერილ სტრიპი აქტიურად იყო ჩართული ჰილარის წინასაარჩევნო კამპანიაში, ის ფილადელფიაში, კლინტონის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტი გააკეთა იმაზე რომ, შესაძლოა, აშშ-ს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს:

"რას ნიშნავს იყო პირველი ქალი? ეს ნიშნავს სიმტკიცეს და ეს ნიშნავს დიდებას. ჰილარი კლინტონმა 40 წელი საკუთარი ოჯახისა და შვილებისათვის იბრძოლა".

მერილ სტრიპმა გაიხსენა ისტორიული ქალები, ისეთები როგორებიც იყვნენ ელეონორ რუზველტი, ჟერალდინ ფერარო და მათ შორის მოიხსენია ჰილარი კლინტონიც:

"თქვენ, ხალხმა შექმენით ისტორია და ისევ თქვენვე უნდა შექმნათ ნოემბერში, რადგან ჰილარი კლინტონი იქნება ჩვენი პირველი ქალი პრეზიდენტი. ის იქნება დიდებული პრეზიდენტი, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც მტკიცედ და დიდებულად გაუძღვება ქვეყანას, ის იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი".

ოქროს გლობუსზე, სადაც მას საპატიო გლობუსი გადაეცა, შთამაგონებელი სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. ლეგენდარული მსახიობი შეეხო დონალდ ტრამპის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტების დაცინვისა და ემიგრანტების თემას, რომელზეც ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი აქტიურად საუბრობდა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

გლენ ქლოუზის უპირატესობა ამ შემთხვევაში გამოიხატება იმით, რომ მან ერთ-ერთ დადგმაში Playbill: a Clinton Line უკვე ითამაშა ჰილარი კლინტონის როლი, თანაც როგორც წერენ ძალიან კარგად.

გლენიც და მერილიც, ორივე ნიჭიერი და საინტერესო მსახიობია, ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ ჰოლივუდისა და კინოპროდიუსერების კეთილგანწყობას დემოკრატიული პარტიის მიმართ, სავარაუდოდ მათ არჩევანის გაკეთება გაუჭირდებათ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ამ როლისთვის ბრძოლაში უპირატესობა მერილ სტრიპს გააჩნია.