23 ნოემბერს ბულგარეთში ავტობუსს, რომელსაც ძირითადად, ჩრდილოეთ მაკედონიელი ტურისტები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 45 ადამიანი, მათ შორის, 12 ბავშვი. 7 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უცნობია ინციდენტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსი, სავარაუდოდ, გზატკეცილზე ბარიერს დაეჯახა — ხანძრის გაჩენამდე თუ შემდეგ, აღნიშნულს ვერ ადასტურებენ.

ბულგარეთის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება, ჯერჯერობით, ორ ვერსიაზე, მათ შორის, მძღოლის შეცდომასა და ტექნიკურ გაუმართაობაზე მუშაობს.