სტრასბურგის სასამართლო 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა
სახალხო დამცველმა და ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გაასაჯაროვეს, რომლითაც ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა. დოკუმენტი სავარაუდოდ იქამდეა დაწერილი, სანამ იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შესთავაზება, რადგან სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ისევ მოუწოდებს სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი ავალდებულებს, რომ მისი ბოლო მდგომარეობა გაითვალისწინოს, "ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უპასუხოს" და თან 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნა გაითვალისწინოს.
მურადაშვილი ამბობს, რომ ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღეს, როცა სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე უკვე საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მთავრობამ გაცილებით უფრო ადრე მიიღო.
ადვოკატი მიუთითებს, რომ სტრასბურგი 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნაზე საუბრისას სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს ეყრდნობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო სააკაშვილის საჭიროებებს ვერ პასუხობს და საჭიროა მისი გადაყვანა. მურადაშვილის თქმით, ომბუდსმენის საბჭოს დასკვნა სტრასბურგს თავად გადაუგზვნეს.
რა წერია დოკუმენტში
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატების 18 და 19 ნოემბერის წერილს ეხება, რომელშიც სააკაშვილის დაცვის მხარე კვლავ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. სასამართლო წერს, რომ წესების შესაბამისად, ადვოკატების ბოლო მასალები გადაეცა ხელისუფლებას, რომელსაც შესთავაზეს, რომ საპასუხოდ წარედგინა თავისი კომენტარი.
სტრასბურგი მხარეებს ახსენებს 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ორივე მხარეს მიეთითა შესაბამისი ღონისძიებისკენ.
" (ა) განმცხადებელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და (ბ) მთავრობამ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უნდა უპასუხოს აპლიკანტის ახლა უკვე შეცვლილ გარემოებებს და უნდა გაითვალისწინოს 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასება. პრეზიდენტმა ასევე მთხოვა, მხარეთა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ეს ორი ცალკეული დროებითი ზომა ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის", — წერია გადაწყვეტილებაში.
მთავარ არხთან თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართეს, რაც 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. მისივე თქმით, მათ ინფორმაციას თან ერთვოდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბერის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
მურადაშვილის თქმით, 19 ნოემბერსაც, დილით ადრე სასამართლოს მიაწოდეს განახლებული ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და პასუხი ამავე დღეს, გვიან მიიღეს, როცა სააკაშვილის გადაყვანა გადაწყვეტილი და შეთანხმებული იყო.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება სწორედ მისი ეგიდით შექმნილი საბჭოს დასკვნაზე მითითებით გამოსცა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები "ფეიკს" და "მიკერძოებულს" უწოდებდნენ.
"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?
სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის", — წერს ლომჯარია.
ამ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებია იუსტიციის სამინისტრო და თავად მინისტრი რატი ბრეგაძე. შესაბამისად, უცნობია როდის გაიგო ხელისუფლებამ სტრასბურგის მოწოდება, იქამდე, სანამ სააკაშვილს გადაყვანა შესთავაზა თუ შემდეგ.
10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და დროებითი ღონისძიება გამოსცა.
ადვოკატები ითხოვდნენ სტრასბურგს საქართველოს მთავრობისთვის ექსპრეზიდნტის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა დაევალებინა. თუმცა სტრასბურგმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.
ისტუციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების საჩივარი და სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა. პასუხად ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს. მისივე თქმით, დაცვის მხარე მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვდა და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, მართალია, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები