• 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა.
  • ამას წინ უძღოდა მასშტაბური აქციები 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო.

რას მოჰყვა პროტესტი:

  • ცესკოს პირველად შედეგებს.
  • ოპოზიცია აპროტესტებდა სხვაობას პარალელურ დათვლასა და ეგზიტპოლებს შორის, რაც 4 ნოემბერს დემონსტრაციაში გადაიზარდა.
  • პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქში სპეცრაზმი და შინაგანი ჯარის დანაყოფები გამოჩნდა.

ფოტო: AFP

  • 5 ნოემბერს ნაციონალებმა და დემოკრატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს — მოთხოვნა არჩევნების შედეგების გადათვლა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაში გადაიზარდა. ამას წინ უძღოდა სროლა ზუგდიდში აქციის მონაწილეების მიმართ, რომელშიც ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა.
  • 9 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე აქციაზე მოსალაპარაკებლად მივიდა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე საღამოს ის საპროტესტო აქციების ლიდერებს: ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა. ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და ედუარდ შევარდნაძე

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და ედუარდ შევარდნაძე

ფოტო: AFP

  • ამ დღის შემდეგ პარლამენტთან პროტესტმა მუდმივი სახე მიიღო.
  • 20 ნოემბერს კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო პარტია ლიდერობდა.
  • 21 ნოემბერს საპროტესტო კოლონები თბილისისკენ დაიძრა.
  • 22 ნოემბერს, პროტესტის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის სხდომა დანიშნა. პარალელურად, თბილისში აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა.
თბილისი, 2003 წლის 8 ნოემბერი

თბილისი, 2003 წლის 8 ნოემბერი

ფოტო: EPA

ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი, შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს.

23 ნოემბერს შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადადგა და როგორ თქვა, წავიდა "სახლში".

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა On.ge-ს არქივიდან.