ტოქსიკური მასკულინობა საზოგადოების მხრიდან კაცებისთვის გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას გულისხმობს, რომელთა შესრულებაც "ნამდვილი კაცის" ტიტულის მისაღებადაა საჭირო. ტოქსიკური მასკულინობა ხშირად ძალასთან და დომინირებასთან ასოცირდება. მაგალითად, ტოქსიკური მასკულინობა კაცებს უკრძალავს ემოციების გამოხატვას, რადგან "კაცები არ ტირიან". ტოქსიკური მასკულინობა სხვა აბსურდულ მოთხოვნებსაც გულისხმობს, მაგალითად, არ შეიძლება, მოგწონდეს ვარდისფერი ფერი ან თუ ცოლის/შეყვარბეულის აზრს ითვალისწინებ, "ნამდვილი კაცი" არ ხარ.

ძალიან ხშირად კაცებს, რომლებიც ტოქსიკური მასკულინობის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ჰომოსექსუალებად მიიჩნევენ. ტოქსიკური მასკულინობის მიხედვით, ჰომოსექსუალობა შეურაცხმყოფელია და ის, აგრეთვე, "სისუსტესა" და ფემინურობასთან
ასოცირდება. ფემინურად და "ნამდვილი კაცისთვის" შეუსაბამოდ კი გრძნობების გამოხატვა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ფემინისტობა და სხვა ყოველდღიური და ჩვეულებრივი ქცევები თუ მოსაზრებები შეიძლება ჩაითვალოს.

Reddit-ზე ჰეტერესექსუალმა კაცებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, როდესაც მათ ჩვეულებრივი ქცევისა თუ მოსაზრების გამო, ტოქსიკური მასკულინობის გავლენით, გეი უწოდეს. გთავაზობთ 10 ყველაზე აბსურდულ მიზეზს:

1. "ოფისში ვახსენე, რომ ჩემს შვილს (გოგოს) საფენი გამოვუცვალე. გეი დამიძახეს".

ფოტო: Giphy

2. "ჩემი საუკეთესო მეგობარი ვეგეტარიანელია. ყველა, ვინც ამას იგებს, ეკითხება, გეია თუ არა. აბსურდულია".

ფოტო: Giphy

3. "თეთრი აიფონი ვიყიდე".

ფოტო: Giphy

4. "ფეხი ფეხზე გადავიდე — ერთი მუხლი მეორეზე. მითხრეს, რომ კოჭი მეორე ფეხის მუხლზე უნდა გადავიდო".

ფოტო: Giphy

5. "იმის გამო, რომ კერვა და საჭმლის მომზადება ვიცი. ეს აუცილებელი ცხოვრებისეული უნარებია".

ფოტო: Giphy

6. "კალათბურთის სათამაშოდ არ წავედი, რადგან სალონში ვიყავი ჩაწერილი. როგორც აღმოჩნდა, ჰეტეროსექსუალი კაცები თმის შესაჭრელად მხოლოდ გავლით დადიან".

ფოტო: Giphy

7. "როცა 10 წლის ვიყავი, წვიმიან დღეს სკოლაში ქოლგა წავიღე, რომელიც წითელ, ყვითელ მწვანე და ლურჯ ფერებში იყო. მამაჩემმა მითხრა, რომ ეგ ქოლგა აღარასდროს გამომეყენებინა, რადგან ფერები ცისარტყელას ჰგავდა, რაც ჰომოსექსუალობას ნიშნავდა".

ფოტო: Giphy

8. "მზისგან დამცავის გამოყენების გამო. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მზისგან დამცავს ჰომოსექსუალები იყენებენ."

ფოტო: Giphy

9. "საწრუპის გამოყენების გამო".

ფოტო: Giphy

10. "იმის გამო, რომ ჩემს შეყვარებულს არ ვღალატობ".

ფოტო: Giphy

ამავე თემაზე: