ადელი კონცერტზე მოულოდნელად სკოლის მასწავლებელს შეხვდა და ატირდა
ადელის ყოველთვის ახერხებს, რომ თავისი ერთგული მსმენელი ზღვა ემოციებით აავსოს და ამჯერადაც კიდეც ერთხელ შეძლო, უამრავი გულშემატკივარი უზომოდ აეღელვებინა.
მომღერალმა სულ ახლახან მიიღო მონაწილეობა გასართობ შოუში An Audience with..., რომელშიც სიმღერების შესრულების გარდა, მაყურებლებთან საუბარი და მათ კითხვებზე პასუხის გაცემაც შესაძლებელია.
თუმცა ყველაზე ემოციური ნაწილი ის გამოდგა, როცა ადელმა მოულოდნელად გაიგო, რომ დარბაზში მისი სკოლის მასწავლებელიც იმყოფებოდა.
ადელმა ამ მასწავლებლის შესახებ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე ისე უპასუხა, რომ არ იცოდა, ისიც თუ იყო სტუდიაში. მათი ემოციური შეხვედრის შემდეგ კი, მომღერალთან ერთად აუდიტორიაც ატირდა და შოუს ეს მონაკვეთი ინტერნეტში თვალის დახამხამებაში გავრცელდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადელს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა ადამიანი მის ბავშვობაში, რომლითაც ის შთაგონებული იყო. ადელმა დაფიქრების გარეშე უპასუხა, რომ ეს მისი სკოლის ინგლისური მასწავლებელი მის მაკდონალდი იყო.
"ის სულ რაღაც ერთი წელი მასწავლიდა, მაგრამ ლიტერატურა ნამდვილად შემაყვარა. ინგლისურით ყოველთვის გატაცებული ვიყავი, მაგრამ აშკარაა, რომ ახლა სიმღერის ტექსტებსაც კი ვწერ. ის ძალიან მაგარი ადამიანი იყო და ყველა ვგრძნობდით, რომ ჩვენზე ზრუნავდა", — უპასუხა მომღერალმა.
ამ სიტყვის შემდეგ სტუდიაში მის მაკდონალდიც გამოჩნდა, ადელი კი მოულოდნელობისა და სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა. "შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე", — უთხრა ადელმა მასწავლებელს, რომელმაც უპასუხა, რომ მისით ამაყობს.
ამ ემოციური მომენტის შემდეგ ადელს მაკიაჟის შესწორება დასჭირდა, შემდეგ კი სიმღერა Make You Feel My Love შეასრულა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები