თალიბანს ქალებისთვის კიდევ ერთი აკრძალვის შემოღება უნდა. DW-ს ცნობით, ახალმა მთავრობამ 21 ნოემბერს "რელიგიური გაიდლაინები" მთელი სერია გამოსცა და ტელევიზიებს მოუწოდა, რომ ქალების მონაწილეობით სერიალები აღარ გაუშვან.

ახალი გაიდლაინებით ქალი ჟურნალისტები ეკრანზე არ უნდა გამოჩნდნენ ჰიჯაბის გარეშე, ასევე, უნდა აიკრძალოს ისეთი ფილმები თუ შოუები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამისა და ავღანეთის "ღირებულებებს". თალიბანმა შეუფერებლად მიიჩნია შოუებში კაცების სხეულის გამოჩენაც, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ არ აცვიათ ზედატანის სამოსი.

თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის "რელიგიური გაიდლაინები" და არა წესები და ის გადაცემების მიმდინარეობას მხედველობაში უნდა მიიღონ.

თალიბანმა ქალების წინააღმდეგ აქამდეც დააწესა არაერთი აკრძალვა. სექტემბრიდან ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს სწავლა და მუშაობა აეკრძალათ.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.

ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ, თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.

ამავე თემაზე: