დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

New York Times ბოლო 7 დღის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში დღეში სიკვდილიანობა საშუალოდ 74,7-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 2,01-ია.

ფოტო: NYT

საქართველოს შემდეგ ბულგარეთი მოსდევს, სადაც საშუალო სიკვდილიანობა 128,7-ია, რაც 100 000-ს მოსახლეზე 1,85-ია. მესამე ადგილს 1,82-ით მოლდოვა იკავებს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 530, ხოლო გარდაიცვალა — 55 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: