ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გაიმართა გადამწყვეტი კენჭისყრა, რის მიხედვითაც 2023 წლიდან ცხოველების ცირკის შოუებისთვის გამოყენება აიკრძალება. ცირკის წარმოდგენები მოიცავდა ვეფხვებს, ლომებსა და დათვებს, მაგრამ ასეთი შოუები უკანონო გახდება მას შემდეგ, რაც აკრძალვა ძალაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრისთვის ცხოველთა უფლებების დაცვის მხრივ ისტორიული ნაბიჯია, მაინც რჩება შეკითხვები, კერძოდ ხარების ბრძოლასთან დაკავშირებით. ახალი პოლიტიკის მიხედვით ეს უკანასკნელი კვლავ ნებადართული იქნება.

ახალი აკრძალვის მიხედვით, ცხოველებთან დაკავშირებული შოუები ორ წელიწადში შეწყდება, ხოლო შვიდი წლის შემდეგ "ცირკის" ცხოველების საკუთრებაში ყოლაც აიკრძალება. ეს ყველაფერი ეხება წყლის არსებებსაც, მათ შორის დელფინებს.

ასევე, ახალი კანონმდებლობით იზრდება სასჯელის რაოდენობაც. ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაში დამნაშავე პირები 75 000 ევროს ჯარიმას გადაიხდიან, ზოგ შემთხვევაში კი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.

თუმცა, ცხოველთა უფლებადამცველებს სურთ ხარების ბრძოლა და ცხოველებზე ნადირობაც ბოლომდე აიკრძალოს

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გერმანიაში მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, 2018 წელს სცენაზე ცნობილი ცირკი რონკალი შთამბეჭდავი ჰოლოგრამებით გამოჩნდა. მათ ამით ცოცხალი ცხოველები ჩაანაცვლეს.

ასევე: გერმანიის ჰოლოგრამებიანი ცირკი 2021 წლის მდგრადი განვითარების კონკურსის ფინალისტია

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.