თბილსერვის ჯგუფის განცხადებით, 3 აპრილიდან ქალაქში ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც გარემოს დანაგვიანებაზე ზედამხედველობას განახორციელებენ.

შპს თბილსერვის ჯგუფის ცნობით, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ინსპექტორი უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი:

  • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.
  • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
  • ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.
  • ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
    ფიზიკური პირი - 400 ლარით.
    იურიდიული პირი -1000 ლარით.