როგორც უკვე იცით, Universal-მა ცნობილი ჰორორების რიმეიქების გადაღება და ერთიანი სამყაროსთვის ახალი სულის შთაბერვა გადაწყვიტა. ამ ახალი პროექტის ფარგლებში პირველი ფილმი მუმია იქნება.

ახალ ფილმში, ეგვიპტურ სამარხებში მორბენალ ბრენდან ფრეიზერის პერსონაჟს რიკ ოკონელის, ტომ კრუზი შეცვლის და ნიკ მორტონის როლს შეასრულებს.

როგორც ტრეილერში ჩანს ფილმის სიუჟეტი და ნიკ მორტონის თავგადასავალი მას შემდეგ იწყება, რაც ახლად აღმოჩენილ სარკოფაგს და მასში ჩასვენებულ მუმიას ლონდონისკენ წაიღებენ. ექსპედიციას გზაში უბედური შემთხვევა დაატყდება თავს და თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპება, ტომ კრუზისა და ანაბელ უოლისის პერსონაჟების გარდა.

ახალ ტრეილერში რასელ ქროუ, რომელიც დოქტორი ჯეკილის როლს ასრულებს, გვაცნობებს, რომ ნიკ მორტონის და ლონდონის მთავარი მტერი პრინცესა ამანეთია.

ახალი მუმია კინოეკრანებზე 2017 წლის 9 ივნისს გამოვა.