ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჭითაწყარში, ცენტრალურ გზაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მსხდომი 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.