ძალადობრივი ალტ ინფოს პარტიის ასაკრძალად დეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ
დღეს დაფუძნებული ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ ინფოს პარტიის ასაკრძალად ოპოზიციის დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დეპუტატების განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს. მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ", — წერს ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი Facebook-ზე, რომელსაც ეთანხმება კიდევ ერთი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
ძალადობრივი პარტიის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძეც.
"როგორც კი ეს პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება, პირადად დავიწყებ ინიცირების პროცედურას საკონსტიტუციო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ 30-ზე მეტი დეპუტატი იქნება თანახმა და მოკავშირე ამ საქმეში", — წერს წითლიძე Facebook-ში.
ძალადობრივი პარტიის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილიც, რომელსაც ეთანხმება კიდევ ერთი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია, პრეზიდენტს, მთავრობას ან 30 დეპუტატს.
დღეს, 20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.
რა ვიცით Alt-info-ზე
შპს ალტ-ინფო იურიდიულ პირად საქართველოს საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. მარტინენკო ასევე არის არაკომერციული იურიდიული პირის, "ალტერნატივა საქართველოსთვის" საბჭოს წევრიც. ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრები ასევე არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი კიზილაშვილი და გიორგი ქარდავა.
2018 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ქმნიდა ინტერნეტტელევიზიას, რათა "ლიბერალურ პროპაგანდას" დაპირისპირებოდა. ისინი ქვეყნის მოვლენებს კონსერვატიულ ჭრილში აშუქებდნენ.
ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს და ანტიემიგრანტულ პოლიტიკას მოითხოვს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
2019 წელს ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, თუმცა მათ ახალი ქსელი შექმნეს და საკუთარი ნარატივის გავრცელება განაგრძეს. 2020 წლის 23 ოქტომბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი ხელახლა წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა. ქსელის მიერ გავრცელებული პოსტები ანტიდასავლური და პარტიზანული შინაარსის იყო.
ამ წმენდის შემდეგაც Alt-info-მ ახალი გვერდები შექმნა, რომელსაც Alt TV დაარქვა და პარალელურად სხვა ქსელების, იუთუბისა და ტელეგრამის ათვისება დაიწყო. ამ ეტაპზეც ფეიბუქზე Alt TV-ს გვერდი დაბლოკილია.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები