სააკაშვილის გადაყვანა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით სურს — ხერხეულიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის საკითხი ადვოკატ ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით მოხდეს. მისივე თქმით, სააკაშვილი თანმხლები პირების შესახებაც მას ყოველი შეხვედრისას აფრთხილებდა.
"როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის თავისი ნებით ამ შენობიდან არ გავიდოდა, ვთქვათ, ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მისი გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს. რაც მოგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გავიდოდა და ძალიან მნიშვნელოვანი დრო იკარგება სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან... მან ჩემთან შეხვედრის დროს ბრძანა, რომ ყოფილიყო ადვოკატი. სასურველი იქნებოდა რომ ვყოფილიყავი მე, პირადი ექიმი და უკრაინის კონსული", — განაცხადა ხერხეულიძემ.
ახლა ყველა ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ექსპრეზიდენტი, შეწყვეტს თუ არა შიმშილობას და გადავა თუ არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
დღეს, 19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს საფრთხედ მიიჩნევს. ამაზე ის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. საფრთხის მიზეზად ის რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები ყოფნას ასახელებს.
პირველ ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, შემდეგ კი "ოსური სპეცრაზმის" მიერ მისი გატაცება იგეგმებოდა.
რაც შეეხება ჰოსპიტალთან აქციების არგამართვის მოთხოვნას, ამის პირობა ოპოზიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დადო და თქვა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქციები არ გაიმართება.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები