რას ამბობენ ქართული ოცნების დეპუტატები ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ
მმართველი პარტიის დეპუტატები ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. ვიცე-სპიკერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ისინი ექსპრეზიდენტს პირადად არ შეხვედრიან.
დეპუტატების ციხის საავადმყოფოში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილმა საკუთარი ადვოკატების თვალწინ გონება დაკარგა და სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი ექიმთა ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა. ექიმები შეთანხმდნენ, რომ დაწესებულებას არ აქვს საკმარისი რესურსი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად. ამან მმართველი პარტიის ლიდერების პათოსი ოდნავ შეცვალა — თუ აქამდე ირწმუნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო სერვისის მიღების საშუალება აქვს, ახლა უშვებენ შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი სხვაგან გადაყვანის პერსპექტივაც შეიძლება იქნეს განხილული.
დავით სერგეენკო ინფორმაციით, დაიგეგმა 5 კონსულტაცია სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, რომელთა მიხედვით, უახლოეს მომავალში წარადგენენ სამოქმედო გეგმას.
"დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია. როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და, ზოგადად, რა სერვისები არის საჭირო აი ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისათვის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად, რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ", — ამბობს სერგეენკო.
დიმიტრი ხუნდაძე ირწმუნება, რომ ყველა ნაბიჯი ექსპრეზიდენტის საჭიროებიდან გამომდინარე გადაიდგმება — იქნება ეს ადგილზე, თუ სხვაგან.
"მისი მდგომარეობა არაა კატასტროფული, მაგრამ არის საყურადღებო. ეს საყურადღებობა, შესაძლოა, თუკი ის შიმშილობას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს. მაგრამ ყველა რეკომენდაცია, დამოკიდებულება იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე. დაწყებული ადგილზე მომსახურებიდან, დამთავრებული საჭიროების შემთხვევაში მის გადაყვანამდე", — ამბობს ხუნდაძე.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საუკეთესო გამოსავალია სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს.
"ჩემი აზრი ასეთია, გულწრფელად რომ გითხრათ, რომ მისთვის პირველ რიგში რაც საუკეთესო იქნება ეს არის გადაწყვეტილების მიღება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ვაკეთებ, ალბათ ყველაზე მეტ ყურადღებას. რაც შეეხება გადაყვანა, არ გადაყვანას, არ მინდა, საკითხი იქცეს პოლიტიკურ იდეაფიქსად ვინმესთვის. ხო ეს არ არის გამართლებული და მიზანშეწონილი", — აცხადებს სარჯველაძე.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
18 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე". ამასთან, მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, იგი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტს ჰქონდა მაღალი წნევა. მოგვიანებით მის სანახავად სხვადასხვა პროფილის ექიმები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები გამოსწორებულია, თუმცა მოსალოდნელია სიტუაციის გართულება, რომლის მართვის რესურსი ციხის საავადმყოფოში არ არსებობს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები