თანამედროვე ორგანიზაციებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება მხარს უჭერს ბიზნესის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა ასპექტს. IT დეპარტამენტი ახორციელებს ყველა იმ პროცესის მართვას, რაც კი დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, საკომუნიკაციო სისტემებთან და ახლა უკვე თანამედროვე, ციფრულ სამუშაო გარემოსთან.

ბიზნეს პროცესებში IT გუნდის მთავარი როლია მხარდაჭერა გაუწიოს როგორც ერთეულ, ტექნიკური ხასიათის ინციდენტებს და კომპანიაში არსებულ სერვისებსა და თანამშრომლებს, ასევე კლიენტისთვის იყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტი სერვისის მიწოდების გარანტი.

IT მენეჯმენტი არის პროცესი, რომელიც ორგანიზაციებში უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული რესურსებისა და ოპერაციების მართვას. IT მიმართულების სრულყოფილი ფუნქციონირება საშუალებას იძლევა ორგანიზაციაში განხორციელდეს სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და ბიზნეს პროცესებში ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების ეფექტური ჩართულობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ბიზნეს პროცესების უწყვეტობა და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება თანამედროვე სამყაროში არსებული ორგანიზაციებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პროცესების კრიტიკულობა განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის პირობებში, როცა თანამშრომლებისთვის ჰიბრიდული, უწყვეტი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოწყობის აუცილებლობა დადგა.

ბიზნეს პროცესების ეფექტური წარმართვა მოითხოვს ტექნოლოგიურ განვითარებას, ინოვაციებს და პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი პროექტების მართვას, შესრულებასა და მხარდაჭერას. ყველა ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიზნეს პროცესები მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება ვერ იარსებებს შესაბამისი საჭიროების გარეშე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში კომპანიის ტექნოლოგიური განვითარებისთვის, ბიზნეს პროცესების გაციფრულებისთვისა და შეძლებისდაგვარად ავტომატიზაციისთვის, BDO Academy გთავაზობთ კურსს — IT მენეჯმენტი, რომლის მიზანია IT მიმართულების მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა ეფექტურად მართონ გუნდი და IT პროექტები, ასევე მოახდინონ IT ინვესტიციების მაქსიმალური რეალიზაცია და მინიმუმამდე შეამცირონ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

კურსს გაუძღვებიან: BDO Georgia-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი — ხატია ბაბუხადია და BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი — ანზორ მეხრიშვილი.