სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. როგორც On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.