ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეარხებზე რუსთავი 2, მარაო და კომედი არხი რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა. თუმცა, დღეს, არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მარაო დაიხურა და თანამშრომლები გაათავისუფლეს.

გვარამია ამბობს, რომ რეორგანიზაციის პროცესში იქნება შემცირებები და ეს სამივე არხს შეეხება.

როგორც გვარამია ამბობს, არხის ფინანსური გაჯანსაღების მიზნით რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მათთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ გახდა ცნობილი.