თიბისი გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. აქ, ახლა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყოთ კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდეთ 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

თიბისი მილიონობით მომხმარებელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყოველდღიურად სთავაზობს თანამედროვე სერვისებსა და პროდუქტებს.

კომპანია ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და, რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს.

თიბისი არამხოლოდ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში, არამედ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასაც წარმოადგენს. მისი გუნდი აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ინოვაციური ციფრული პროდუქტების განვითარებაზე. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა, დაიწყოთ კარიერა მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ცოდნას ქვეყნის წარმატებული სპეციალისტები გაგიზიარებენ.

თიბისი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე. ამის დასტურია მათი IT აკადემია, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით, შეძლონ მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია და მინიმალურ დროში საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალ დისციპლინაში ცოდნის ამაღლება.

თიბისი ვაკანსიებს, საბანკო და ტექნოლოგიური სფეროების გარდა, სხვა მრავალი მიმართულებითაც გთავაზობთ. დეტალური ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ აქ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გინდათ, თიბისის თავი გააცნოთ, მაშინ შეგიძლიათ ამ ბმულზე ატვირთოთ რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენს საქმიანობაზე, განათლებასა და მოტივაციაზე ისაუბრებთ და მოყვებით, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გინდათ თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო დეტალების გაზიარებაც.