ჰარი სტაილსი თავის მოვლის საშუალებების გენდერულად ნეიტრალურ ხაზს უშვებს
მალე ჰარი სტაილსის ფრჩხილის ლაქის გამოყენებას შეძლებთ — გრემის მფლობელი მომღერალი თავის მოვლის საშუალებების გენდერულად ნეიტრალურ ხაზს, სახელად Pleasing უშვებს.
საწყის ეტაპზე ჰარის ახალი ბრენდი მყიდველებს მარგალიტის ბზინვარებით შთაგონებულ 4 ფერის ფრჩხილის ლაქს, თვალისა და ტუჩის მოვლის საშუალებებსა და სახის შრატს შესთავაზებს. ბრენდის ვებგვერდზე პროდუქციას ქალები და კაცები წარადგენენ. სტაილსის ახალი პროდუქცია გენდერულად ნეიტრალურია — მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ახალი ბრენდის შესახებ მომღერალმა გამოცემა Dazed-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად ფრჩხილის ლაქები საკუთარი თავისთვის შექმნა, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს "სახალისო პატარა პროექტი" უბრალო ფრჩხილის ლაქზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჰარიმ აღნიშნა, რომ ბრენდი იმ პროდუქციას უშვებს, რომელსაც თავადაც გამოიყენებდა. ფრჩხილის ლაქების მიმართ მომღერლის სიყვარული მისმა ყველა გულშემატკივარმა იცის, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ახალ ხაზში წამყვანი ადგილი სწორედ აღნიშნულ პროდუქტს ეთმობა.
"როდესაც გადავწყვიტეთ, რომ Pleasing თავის მოვლის საშუალებების ბრენდი უნდა ყოფილიყო, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამ საშუალებებს თავადაც გამოვიყენებდი. არ მინდოდა, ისეთი პროდუქცია შემექნა, რომელიც ხალხს შენიღბვაში დაეხმარებოდა — მინდოდა, მათი სილამაზისთვის ხაზი გამესვა", — ამბობს ჰარი.
ფოტო: RAFAEL PAVAROTTI
ფოტო: RAFAEL PAVAROTTI
მომღერლის თქმით, მისი მიზანია, პროდუქციამ ადამიანებს მეტი თავდაჯერება შესძინოს და ბედნიერება მოუტანოს.
"არ ვფიქრობ, რომ სილამაზე ან თავის ლამაზად აღქმა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყურები. როდესაც ადამიანები ბედნიერები არიან და ბზინავენ, ისინი ანათებენ. ვფიქრობ, პროდუქცია სწორედ ამას აკეთებს — მათ ეხმარება, თავი ლამაზად იგრძნონ", — ამბობს ჰარი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები