მადლიერების დღეს შეცდომით მიწვეული ბიჭი 6 წელია, ამ დღესასწაულს სხვის ბებოსთან აღნიშნავს
ერთი უცნაური ფაქტის შემდეგ 6 წელი გავიდა, მაგრამ ჯამალ ჰილტონისა და ვანდა დენჩის მეგობრობა კვლავ მტკიცეა.
მეგობრები ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, როცა ვანდამ ჯამალს შეცდომით ის შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც თავისი 24 წლის შვილიშვილისთვის იყო განკუთვნილი და რომლითაც მას მადლიერების დღესასწაულზე იწვევდა. იმის გამო, რომ ვანდას შვილიშვილს ტელეფონის ნომერი შეცვლილი ჰქონდა, შეტყობინება ჯამალს მიუვიდა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.
თავდაპირველი დაბნეულობა იმით დასრულდა, რომ ვანდამ და ჯამალმა სელფები გაცვალეს და შეცდომის არსშიც მარტივად გაერკვნენ. თუმცა ამის შემდეგ ჯამალმა იკითხა, ისევ შეეძლო თუ არა სადილად მისვლა. "რა თქმა უნდა, შეგიძლია. ბებიები სწორედაც რომ ყველას გემრიელ ვახშამზე ზრუნავენ", — ასეთი იყო ვანდას პასუხი.
ამ დღის შემდეგ 6 წელი გავიდა და მათ მადლიერების დღესასწაულის ერთად აღნიშვნა ტრადიციად ექცათ: გასულ წელს ჯამალმა ვანდას ოჯახს თავისი შეყვარებულიც კი გააცნო.
საერთო შეკრებისას ტრადიციულად ყოველ წელს ფოტოსაც იღებენ.
"ამ ქალბატონის გაცნობა იმის შეხსენება იყო, რომ სამყაროში კარგი ადამიანები ისევ დარჩნენ. ის ძალიან მზრუნველი ადამიანია და ადრე მითხრა, რომ მისი ვეტერანი ქმრის მეგობრებს სადილზე ხშირად იწვევდა და ბევრი ხალხის გვერდით ყოფნას მიჩვეულია. სტუმრობისას კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს სახლში ვარ", — ამბობს ჯამალი თავისი უფროსი მეგობრის შესახებ People-თან ინტერვიუში.
"როცა ამ ახალგაზრდას პირველად შევხვდი და ვესაუბრე, მაშინვე გავიფიქრე, რომ მისი უკეთ გაცნობა მინდოდა", — ამბობს ვანდა.
2020 წლის აპრილში ვანდასა და მის ქმარ ლონის COVID-19 დაუდასტურდათ. მოგვიანებით კი, ლონი გართულებების გამო გარდაიცვალა. ჯამალი ამ ამბავს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და ოჯახთან ერთად გადაღებული ბოლო ფოტოც გააზიარა.
მიუხედავად ქმრის გარდაცვალებისა, მადლიერების დღის შეკრების ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ჯამალმა და ვანდამ წესისამებრ სურათი გადაიღეს და კადრში ლონის ფოტოც მოახვედრეს.
"ოჯახი მხოლოდ სისხლით ნათესაობას არ ნიშნავს, ოჯახი ის ხალხია, ვისთან ერთადაც ყოფნა გინდა", — ამბობს ვანდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები