პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტების კრიზისის ესკალაციის საპასუხოდ ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების გაფართოებას გეგმავს. BBC-ის ცნობით, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობა დაადასტურა და თქვა, რომ დაუცველი მიგრანტების ექსპლუატაცია ხდება "ჰიბრიდულ ომში", რომელიც "მწვავდება".

დასავლეთი ბელარუსს ევროკავშირის საზღვრებთან ლტოლვილთა კრიზისის მიზანმიმართულ მოწყობაში ადანაშაულეს, მინსკი ბრალდებას უარყოფს.

მიგრანტები პოლონელ და ბელარუს მესაზღვრებს შორის არიან გაჭედილნი. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, მიგრანტებს პოლონეთში შესვლა არ შეუძლიათ, მაგრამ, ასევე, ბელარუსში დაბუნებაში უშლიან ხელს.

"ბავშვები რძის გამო ტირიან, ტირიან საფენებზე. ჩვენ არაფერი გვაქვს, გთხოვთ, მობრძანდეთ და დაეხმაროთ ამ ხალხს", — ეუბნება მავთულხლართებს შორის მოქცეული ერთ-ერთი მიგრანტი მძიმედ შეიარაღებულ პოლონელ მესაზღვრეებს.

"ეს ფეხბურთის თამაშს ჰგავს. ჩვენ შუაში ვართ", — განუცხადა ერთმა ქალმა BBC-ის სტივ როზენბერგს.

აგვისტოდან მოყოლებული ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი ბელარუს-პოლონეთის დასავლეთ საზღვარზე შეიკრიბა. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ახლა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლის იმედით ძლიერ ყინვებს უძლებენ.

უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International და ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთს იმ მიგრანტების უკანონო დევნაში ადანაშაულებენ, რომლებმაც საზღვარი ბელარუსის ტერიტორიაზე გადაკვეთეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დუდას ესაუბრა და პირობა დადო, რომ ალიანსი სოლიდარული იქნება. პიტერ სტანომ, ევროკავშირის აღმასრულებელმა სპიკერმა თქვა, რომ ლუკაშენკო "განგსტერივით" იქცევა.

მინსკი კრიზისის შექმნას უარყოფს, მაგრამ ის თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო. მაისში მან დასავლეთი გააფრთხილა: "ჩვენ შევაჩერეთ ნარკოტიკები და მიგრანტები თქვენთვის — ახლა თქვენ მათი ჭამა და დაჭერა თავად მოგიწევთ".

ამავე თემაზე: