ოქტომბერში $142 მილიონის ტურისტული შემოსავალი მივიღეთ — ქვეყნების ჩამონათვალი
ოქტომბერში საერთაშორისო ტურიზმიდან 142,3 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 127 მილიონით მეტი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან —124,6 მილიონით ნაკლებია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15,5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ჯგუფში დიდი ბრიტანეთიც შედის.
ასეთია იმ ქვეყნებისა და ქვეყანათა ჯგუფების ჩამონათვალი, საიდანაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურისტული შემოსავალი მოვიღეთ:
- რუსეთი — $18,3 მილიონი;
- ისრაელი — $15,6 მილიონი;
- თურქეთი — $14,8 მილიონი;
- უკრაინა — $14,5 მილიონი;
- საუდის არაბეთი — $9,5 მილიონი;
- აზერბაიჯანი — $4,5 მილიონი;
- სომხეთი — $3,8 მილიონი;
- ირანი — $0,7 მილიონი;
- ევროკავშირი — $22 მილიონი;
- დანარჩენი ქვეყნები — $38,6 მილიონი;
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმმა 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოგვიტანა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელთან შედარებით 64,6%-ით ნაკლებია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 205 680 ვიზიტი განახორციელეს. ვიზიტების მიხედვით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ტურიზმი 31%-ით არის აღდგენილი.
რაც შეეხება ვიზიტების მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში სულ 1 393 914 უცხოური ვიზიტი განხორციელდა — ეს გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 1,8%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემს 79%-ით ჩამორჩება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები