ვფიქრობ, მთავრობას რაღაც აქვს დასამალი — უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილთან არშეშვებაზე
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რაღაცას მალავს. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ მასთან ექიმთა კონსილიუმს არ უშვებენ. დენისოვამ გლდანის #18 დაწესებულებაში მის არშეშვებაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, მან იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი მიიღო, სადაც გაუმარტეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის ფონზე რომ ის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ამბობს, მხოლოდ საქართველოს კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები დაიშვებიან.
"მე აქედან ის გავიგე, რომ აწი მხოლოდ ახლობლებს, ადვოკატებსა და ჩვენს უკრაინელ კონსულს დაუშვებენ. დღეს მასთან ადვოკატი იყო, რომელმაც მიხეილისგან წერილი გადმომცა. ის წერს, რომ დაწესებულება, სადაც ახლა ის იმყოფება არ არის საავადმყოფო. კლინიკაში აპარატურა არის, მაგრამ ის არაა მულტიპროფილური. კრიმინალები მის სახელს მთელი დღე ყვირიან. სააკაშვილი, ასევე, წერს, რომ დღეს უკვე მესამედ არ მიეცა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება. ის რჩება უკრაინის ერთგულ მოქალაქედ და ძალიან განიცდის იმ პროცესებს, რომელიც ახლა იქ ვითარდება", — განაცხადა დენისოვამ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას, სააკაშვილი სახალხო დამცველს წერს, რომ თითქმის სამი დღეა საწოლიდან პრაქტიკულად ვერ დგება. წნევა ძალიან დაბლიდან რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე ხტება. კალიუმი ერთ მომენტში 2,6-მდე დაეცა.
"ამის შემდეგ მისმა ექიმმა ის წამლებით დაასტაბილურა, მაგრამ რადგან ექიმის შემოშვება შეწყვიტეს, მანამც წამლების მიღება შეაჩერა. სახელმწიფოს რაღაც აქვს მალავს", — აცხადებს დენისოვა.
უკრაინის სახალხო დამცველი დღეს მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს. უკრაინელი ომბუდსმენის გლდანის #18 დაწესებულებაში არშეშვებაზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე განაცხადა, რომ #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში პირველად 27 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და იქამდე არ შემოუშვეს, სანამ რამდენიმე პირთან არ დარეკა. ციხეში შესვლის შემდეგ დენისოვამ აღნიშნა, რომ დააფიქსირა სააკაშვილის არაერთი უფლების დარღვევა რის შესახებაც აცნობებდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს. მმართველ გუნდში მისი განცხადებები გააკრიტიკეს — ექსომბუდსმენმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დენისოვას შეფასებები დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს სცილდება.
5 ნოემბერს დენისოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. 11 ნოემბერს კი განაცხადა, რომ გლდანის ციხის კლინიკაში სააკაშვილის მოთავსების ვიდეო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები