ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებაა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში, რომელსაც "მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია.

ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ვაქცინაციის მხარდაჭერას ემსახურება და ჰოსპიტლებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. "მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი ენიჭება ქსელში შემავალ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული. მინიმალური ზღვარი უკვე გადალახა და მწვანე ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ სამედიცინო ცენტრებს: ფოთის ჰოსპიტალი (91%), ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (82%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (84%).

აღსანიშნავია, რომ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის 13 სექტემბრიდან ჩაერთო და დღემდე კოვიდ-კლინიკის სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას. ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გაშლილი.

ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ექიმების ძალისხმევით 1 800-ზე მეტი განკურნებული პაციენტი გაეწერა ბინაზე.