ისლანდიამ ტურისტული რეკლამით მარკ ცუკერბერგი და Metaverse დატროლა
ისლანდია აქამდე ვულკანებით, მყინვარული ლანდშაფტით და მომხიბლავი კულტურით იყო ცნობილი, თუმცა ქვემოთ მოცემული რეკლამის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ისლანდიელებს კარგი იუმორის გრძნობაც აქვთ.
ისლანდიის ტურიზმის საბჭომ ახალი რეკლამა გადაიღო, რომლითაც მარკ ცუკერბერგის მიერ Facebook-ის ახალი Metaverse სტრატეგიის გაცნობის ვიდეოს ეხმიანებიან და კომიკურად ჰბაძავენ. კაცი, რომელიც გარეგნულად მარკს ჰგავს და მისი მანერებით ლაპარაკობს, დასცინის როგორც ფეისბუქის შემქმნელს, ასევე ახალ გაფართოებულ რეალობას.
ოქტომბერში მარკ ცუკერბერგმა 80-წუთიანი გაცნობითი ვიდეოთი წარადგინა Metaverse და შეგვატყობინა, რომ ფეისბუქისა და კიდევ რამდენიმე სხვა სოციალური ქსელის მფლობელი კომპანია სახელს იცვლიდა. თუ მარკ ცუკერბერგის ვიდეო ჯერ არ გინახავთ, აი, მისი მოკლე ვერსიაც:
ორწუთიანი ვიდეო, კი რომელიც მარკის ამ მიმართვის შთაგონებით შეიქმნა, ახალ რეალობა Icelandverse-ს წარმოგვიდგენს, რომელიც "რევოლუციური მიდგომაა იმის შესახებ, თუ როგორ დავუკავშირდეთ სამყაროს ისე, რომ ზედმეტად უცნაურები არ გამოვჩნდეთ" და როგორ შევხვდეთ "გაუმჯობესებულ რეალობას სულელური ყურსასმენების გარეშე".
ეს მოკლე მიმართვა ისლანდიის "ღია სამყაროს" აღწერს, რომელშიც "ყველაფერი რეალურია". აქ "წყალი სველია", "ცას საკუთარი თვალებით დაინახავთ" და "აქ არიან ჩიტები, რომელთა ყურებაც შეგიძლიათ". მარკის მიბაძვითა და ამ ტიპის განცხადებებით, რეკლამა ქვეყნის ულამაზეს ადგილებსა და უნიკალურობებს ნამდვილად კარგად წარმოაჩენს.
შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ ულამაზეს მთებს, ქვეყნისთვის დამახასიათებელ გეიზერებსა თუ ჩრდილოეთის ციალს, რაც ისლანდიას მართლა უნიკალურ ადგილად აქცევს. ასე რომ, რეკლამის ნახვის შემდეგ, დიდი შანსია, ამ საოცარი ადგილების მონახულების სურვილი მართლა გაგიჩნდეთ.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები