HRC: ეთნიკური უმცირესობები სკოლაში განათლებას ენობრივი ბარიერის გამო ვერ იღებენ
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივისა(GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ანგარიშების მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობას ენობრივი ბარიერის გამო სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნებათ.
სოფლებში მიქელწყარო, ფერმა, აღაიანი და ხიდისყური მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელია. ფოკუს ჯგუფებში მონაწილეთა თქმით, ქართული ენის არცოდნა განსაკუთრებით აისახება აღნიშნული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც არ ფლობენ აზერბაიჯანულს.
რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან მოსახლეობას, მათთვის ფუნქციონირებს სომხური სკოლები, თუმცა აქ ინტეგრაციის პრობლემა სხვა კუთხით დგას - აღნიშნულ სკოლებში სწავლა ნაწილობრივ სომხური სასკოლო მასალით მიმდინარეობს, ხოლო სახელმწიფო ენის სწავლება არასათანადოდ ხორციელდება, რის გამოც სომხური თემის წარმომადგენლებიც ვერ ახერხებენ დანარჩენ მოსახლეობასთან სრულფასოვან ინტეგრირებას.
ისევე, როგორც სხვაგან, ენობრივი ბარიერის პრობლემაზე ისაუბრეს ქ. რუსთავის 7 არაქართული ეთნოსის წარმომადგენლებმაც და აღნიშნეს, რომ ქართულის არცოდნა მნიშვნელოვნად ართულებს მათ ურთიერთობას საჯარო დაწესებულებებთან.
სოფელ ყარაჯალაში შეხვედრისას, ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები აპელირებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმზე, რომელიც ასევე გამოწვეულია სახელმწიფო ენის არცოდნით.
მათი განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ვერ უყურებს ქართულ არხებს და ვერ კითხულობს ქართულ პრესას. ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის გამო აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები ვერ აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და ვერ ახდენენ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში:
"პრობლემის სათავე ბაგა-ბაღიდან იწყება, სადაც მასწავლებლები ბავშვებს არ ასწავლიან ქართულს და აზერბაიჯანულად ესაუბრებიან".
პროექტის განხორციელებისას ახალქალაქის ოფისის იურისტის მიერ სამართლებრივი დახმარება გაეწია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალს, რომელსაც ალიმენტის მოთხოვნის საქმის წარმოებისთვის ესაჭიროებოდა სახელმწიფო ენის მცოდნე იურისტის დახმარება.
სასამართლო სამართალწარმოების შედეგად შეწყდა ქორწინება და მეუღლეს ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
ასევე, ახალქალაქის ოფისის იურისტს მიმართეს ახალშობილის მშობლებმა, რომლებიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ვერ ახერხებდნენ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსთან სათანადო კომუნიკაციას ახალშობილისთვის ერთჯერადი დახმარების მისაღებად. კვალიფიციური წარმომადგენლობის შედეგად მათ შეძლეს კუთვნილი, ერთჯერადი დახმარების მიღება
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) ანგარიშების: „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ (GDI) და „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები“ (HRC) პრეზენტაცია დღეს გამართეს.
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, რომ გულშემატკივრებმა ნამდვილი სახელი დაუძახონ ემა სტოუნს უნდა, რომ გულშემატკივრებმა ნამდვილი სახელი დაუძახონ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები