დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 785, ხოლო გარდაიცვალა — 83 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 37 227, ხოლო PCR-ით — 15 607.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,85%, ბოლო 7 დღის — 9,25%, ხოლო 14 დღის — 9,85%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 11 140, ხოლო გამოჯანმრთელდა 727 184 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა;
  • აჭარა — 210;
  • იმერეთი — 1 008;
  • ქვემო ქართლი — 308;
  • შიდა ქართლი — 435;
  • გურია — 148;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 443;
  • კახეთი — 384;
  • მცხეთა-მთიანეთი — 168;
  • სამცხე-ჯავახეთი — 168;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 75.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 765, საიდანაც 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 677, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 371 ადამიანი.

1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 44 891 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: