ადმინისტრაციაში არიან სადისტები, რომლებიც ციხის დატოვების შესაძლებლობას არ მაძლევდნენ — ბოკუჩავა
ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ციხის ადმინისტრაცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში შენობის დატოვების უფლებას არ აძლევდა. ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ეს იმით იყო განპირობებული, რომ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის საავადმყოფოში შეშვება არ სურდათ.
"ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, უბრალოდ სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ზუსტად დროის მონაკვეთი ვერ განვსაზღვრე, მაგრამ ეს, ალბათ, იყო სადღაც 2 საათი, 2 საათამდე იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა დავასრულე საკმაოდ მალე იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმეზე უნდა გვესაუბრა", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, შეფერხებების გამო საავადმყოფოდან ვერ გამოდიოდა, მოგვიანებით კი კორესპონდენციის გამოტანასთან დაკავშირებით ოქმს ადგენდნენ, რაც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
"წარმოუდგენელია ის, რაც მე დღეს აქ ვიხილე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ არანაირი ადამიანობა და ჰუმანურობა ამ ციხის ადმინისტრაციის იმ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს მე შემხვდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი ნამდვილად, არ გააჩნია", — თქვა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად იმყოფებოდა #18 დაწესებულებაში და მაშინ კორესპონდენციის გამოტანასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ. ის აცხადებს, რომ ეს მიზეზი შეფერხების შესაქმნელად ადმინისტრაციამ გამოიგონა.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები