ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერტიფიკატი აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განცხადა, რომ კოვიდსერტიფიკატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მისი თქმით, ეს შეეხებოდა საქართველოს, მოლდოვასა და სერბეთს.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში მწვანე პასპორტების გარეშე ვეღარ შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.

გაიგეთ მეტი: