როცა სიტყვა მილიარდერი გვესმის, ალბათ, ყველა უზრუნველ ცხოვრებას წარმოვიდგენთ და ხშირად ამ ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებს ზედმეტად აღარ ვუღრმავდებით. თუმცა სტატისტიკა მათ შესახებ ისეთ ფაქტებს ამხელს, რომ გულგრილად ნამდვილად ვერ შეხვდებით.

სტატიაში მილიარდერების შესახებ 10 ისეთ ფაქტს გთავაზობთ, რომლებზეც, დიდი ალბათობით, აქამდე არასდროს გიფიქრიათ და ერთი შეხედვით, დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა.

1. მილიარდერების რიცხვი გასულ წელს (დიახ, პანდემიის დროს) 660 ადამიანით გაიზარდა და 2755 გახდა

ფოტო: Getty Images

2. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მილიარდერების ქონება საშუალო ამერიკული ოჯახის შემოსავალთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა

ფოტო: Getty Images

ასე რომ, პანდემიისას გამდიდრება აღარც ისე უცნაური ჩანს.

3. ეკონომისტი ჯეფრი საქსის თეორიით, მილიარდერებმა ოცი წლის განმავლობაში ყოველწლიურად $175 მილიარდი რომ გამოყონ, მსოფლიო სიღარიბის პრობლემა აღმოიფხვრება, მათ კი კიდევ 10 ტრილიონი დოლარი მაინც დარჩებათ

ფოტო: Adobe Stock

4. წელიწადში რომ $100 მილიონი გამოიმუშაოთ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის — ილონ მასკის ქონების ($266,9 მილიარდი) დასაგროვებლად 2669 წელი დაგჭირდებათ

ფოტო: Getty Images

5. მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი წამში 3715 დოლარს გამოიმუშავებს

ფოტო: Getty Images

ბეზოსის წამში გამომუშავებული თანხა ამერიკელთა ყოველკვირეულ საშუალო ხელფასს სამ-ნახევარჯერ აღემატება.

6. მილიარდერების ქონებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რადგან 94%-ს 10 მილიარდზე ნაკლები აქვს, 5%-ს 10-დან 30 მილიარდამდე და მხოლოდ 1%-ს 30 მილიარდზე მეტი

ფოტო: iStock

7. მილიარდერთა უმრავლესობა ხშირად გავლენიანი პოლიტიკოსია, მაგალითად, ჩინეთის პარლამენტში 100 წევრი მილიარდერია

ფოტო: Getty Images

ალბათ, არც საქართველოში გაგიჭირდებათ მსგავსი მაგალითის გახსენება.

8. ცნობილია პრაქტიკა, რომ მილიარდერები ისეთ იურისტებს ქირაობენ, რომლებიც საგადასახადო სისტემაში ხარვეზების პოვნაში დახელოვნებულები არიან, რათა ნაკლები გადაიხადონ

ფოტო: Getty Images

9. ასევე ცნობილია, რომ მილიარდერები გადასახადების თავიდან ასაცილებლად ქონებას ოფშორულ ფინანსურ სისტემაში მალავენ

ფოტო: Getty Images

მაგალითად, კუკის კუნძულებზე მდიდარი ადამიანები თავიანთ ქონებას კრედიტორებისგან მალავენ.

10. იმის გამო, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ხშირად თავიანთ ქონებას სხვადასხვა გზით მალავენ, ბევრმა მათგანმა თავადაც კი შეიძლება არ იცოდეს ზუსტად, თუ რა ოდენობის ქონებას ფლობს

ფოტო: iStockphoto